25 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ბათლომე შელიას პასუხობს

ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრს ბათლომე შელიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, შელიას პასუხობს. მისი განცხადებით, ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

როსტომ ზარანდიას განმარტებით, სამართალდამცავებისთვის მიმართვა სწორედ იმიტომ არ სურდა, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცემოდა. სამოქალაქო აქტივისტი ირწმუნება, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და კიდევ ერთმა მოქალაქემ მიაყენეს, რის შედეგადაც მან მკურნალობა საავადმყოფოში განაგრძო. 

როსტომ ზარანდიას საქმეში, რომელიც ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

შეგახსენებთ, ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ბრალი წარედგინა. გამოძიება მას 126-ე მუხლის პირველით გათვალისწინებულ დანაშაულს, ძალადობას ედავება.

მასთან ერთად ბრალი წარედგინება წითელი ჯვრის მოხალისეს დათო ღურწკაიასაც. ბათლომე შელია პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

საუბარია რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები