02 ივლისი 2020,   19:44
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სავარაუდოდ ივნისის დასაწყისიდან აღდგება - რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ მოქალაქეებს

მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროულად ამუშავებას ითხოვენ. საზოგადოების დიდ ნაწილს ტაქსით გადაადგილების საშუალება არ აქვს და მზად არიან ყველა რეგულაცია ზედმიწევნით შეასრულონ. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით ივნისის დასაწყისში ამოქმედდება. რა ტიპის რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს თბილისის მერიამ და რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა - ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ტრანსპორტის სამსახურთან უკვე მიმდინარეობს. საუბარია, როგორც მგზავრების ლიმიტის დაწესებაზე, ასევე პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას და რაოდენობის გაზრდასაც ითხოვს. დავით მესხიშვილის თქმით, ქალაქში ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის და საქალაქთაშორისო ავტობუსების ხარჯზე უნდა გაიზარდოს.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში ავტობუსების საკმარისი რაოდენობაა. კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 700-მდე ავტობუსია და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრანსპორტის გამოყვანაც მოხდება. 

თვის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად სავარაუდოდ, დიდი სავაჭრო ცენტრები, გასართობი და სპორტული ადგილებიც გაიხსნება. 

დღის ამბები