სტიქიამ ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. ამჟამად ადგილზე უსაფრთხოებისთვის სპეციალური ლოდები განათავსეს.
მხარის რწმუნებულის თქმით, წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხშიც. სოფელ ტვიბთან მდინარე ადიდდა და გზას საფრთხე შეუქმნა. დასახლებებში სრულმასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას და მდინარეებში წყლის დონის დაწევას ელოდებიან.