მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ადიდებულმა წყალმა რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა, გზის გასაწმენდად გამოდარებას ელოდებიან.
საუბარია ხაიშში სოფელ ვედსა და ლახამულაში სოფელ ხევრაზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ვედში ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს და ისინი სტიქიის შედეგად ამ ეტაპზე არ დაზარალებულან, თუმცა ოჯახი განსახლებას ექვემდებარება.