5 მილიონ ნახევარს გადასცდა მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა. გარდაცვლილია 350 ათასამდე ადამიანი.
ვირუსის ეპიცენტრად რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში 505 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაინფიცირდა 20 ათასამდე.
საგანგაშო მდგომარეობაა ბრაზილიაში, სადაც ერთ დღეში 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სიაში მესამე ადგილს იკავებს რუსეთი. გასულ დღე-ღამეში რუსეთში 92 ადამიანი დაიღუპა.