04 ივლისი 2020,   03:56
ვრცლად
1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტი მიიღო

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა თბილისში გოლოვინის, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში მოხდა. ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა და ქვეყანა დამოუკიდბელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

დამოუკიდებლად მაშინ ქვეყანამ მხოლოდ 4 წელი იარსება, თუმცა სწორედ ეს აქტი გახდა უკვე 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. 

დღის ამბები