19 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
დავით ზალკალიანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ულოცავს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეს, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ულოცავს.

სპეციალურ ვიდეომიმართვაში, საგარეო საქმეთა მინისტრი COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და დიასპორის თანამშრომლობაზე საუბრობს და რთულ პერიოდში თანამემამულეების დახმარებისა და მათი გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

დავით ზალკალიანმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" პროექტზეც გაამახვილა ყურადღება.

"გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე მსურს მოგილოცოთ ქართული დიასპორის დღე, რომელსაც ტრადიციულად დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აღვნიშნავთ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ის ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება კრიზისის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარებაზე," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.  

დღის ამბები