19 აპრილი 2024,   23:54
ვრცლად
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საერთაშირისო პარტნიორები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

"ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ურყევი მის ვალდებულებაში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე," - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვას ავრცელებს ესპანეთის კონგრესი, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

 

დღის ამბები