23 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
"ევროპული საქართვლოს" ორგანიზებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, 26 მაისის აღსანიშნავად გამოფენა მოეწყო. სწორედ იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობა 102 წინ გამოცხადდა. გამოფენის ორგანიზატორია "ევროპული საქართველო."ადგილზე პარტიის ლიდერები მივიდნენ. 

ოპოზიციის წევრებმა რეპრესირებული და სიკვდილით დასჯილი დეპუტატები გაიხსენეს.  

"ევროპული საქართველოს" წევრებმა დღეს ინიციატივაც გააჟღერეს და მოითხოვეს, რომ დარბაზს, სადაც 102 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაეყარა საფუძველი, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. 

"ჩვენი შეთავაზებაა, რომ მომავალში მოხდეს იმ სხდომათა დარბაზის რესტავრაცია, რომელშიც მუშაობდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, პირველად დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, რომელიც არის საქართველოს პირველ რესპუბლიკის სიმბოლო. და მომავალში, საზეიმო და განსაკუთრებულ შემთხვევებში სხდომები გაიმართოს სწორედ ამ დარბაზში,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

განცხადება გააკეთა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელმაც 26 მაისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში, მაგრამ ამ თავისუფლებას სჭირდება დაცვა, საქართველოს მთლიანობას სჭირდება აღდგენა, საქართველო ევროპულ მომავალს სჭირდება შრომა. ამიტომ, ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი და ევროპული ქვეყანა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

დღის ამბები