24 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ნარიმანოვის პიროვნება უკავშირდება რეპრესიებს, ქართველებისა და აზერბაიჯანელების მტრობას - მეუფე გიორგი პოზიციებს არ ცვლის

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სკანდალური განცხადების შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს.

მეუფე გიორგიმ გუშინ ქადაგებისას მარნეულის მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და ქალაქის ცენტრიდან აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა.

"კურიერთან" საუბრისას მეუფე გიორგი პოზიციებს არ ცვლის და მერის განმარტებას ელოდება, აიღებს თუ არა ის ძეგლს ქალაქის ცენტრიდან. მეუფის თქმითვე, ძეგლის რესტავრაცია უკანონოდ განხორციელდა. 

"აზერბაიჯანელ ჩვენს დებსა და ძმებს რომ კარგად აეხსნათ, რომ რეალურად ნარიმანოვის პიროვნება უკავშირდება საქართველოს მტრობას, აზერბაიჯანელი ხალხის მტრობას, რეპრესიებს, თვითონვე მიხვდებიან, რომ ეს ძეგლი არაფერ შუაში არ არის ქალაქის ცენტრში. რესტავრაცია არ იყო შეთანხმებული არც არქიტექტურის სამსახურთან, არც ზედამხედველობასთან, არც შესაბამის სამსახურებთან, უბრალოდ ინიციატორი, მე რამდენადაც ვიცი იყო მერი და ასე ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით მოხდა ძეგლის რესტავრაცია და მარმარილოთი შემკობა.

ეს აქტივისტები გასარკვევია ვისგან იმართებიან, ვინ დგანან მათ უკან. დგას ასეთი ორგანიზაცია EMC, ასევე მუსლიმთა სამმართველო - მირტა გასადოვი და ასეთ აქტივისტებს საჩივარი აქვთ შეტანილი და უჩივიან ეპარქიას სასამართლოში," - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა  მეუფე გიორგიმ

მეუფე გიორგიმ მარნეულის მერს ზაურ დარგალს, მარნეულის ცენტრში აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოსთხოვა. სინოდის წევრის თქმით, მარნეულის მერმა ნარიმანოვის ბიოგრაფია არ იცის და ის ერთ-ერთია, ვინც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ხელი შეუწყო.

დღის ამბები