24 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
ექიმების ასოციაციის თავმჯდომარე საკარანტინო სივრცეში მყოფი ექიმებისთვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვას ითხოვს

ექიმების ასოციაციის თავმჯდომარე, ავლაბარში სამკვირიანი საკარანტინო სივრცეში მყოფი ექიმებისთვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, საუბარია იმ 25 ექიმზე, რომელიც ცხელ წერტილებში - ბოლნისსა და მარნეულში მუშაობდნენ.

სალომე ლოლუა ექიმებისთვის ხელფასების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს. 

"ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ვაღიარებთ 14-დან 28 აპრილამდე მართლა იმყოფებოდით საკარანტინო სივრცეში, მაგრამ 28 აპრილიდან 5 მაისამდე რომ გაუხანგრძლივდათ პერიოდი, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აღიარებს. თუმცა, ვინც დაწერა ცნობა იმის შესახებ, რომ ორი კვირა იყო საკარანტინო სივრცეში, ამ ადამიანებსაც ხელფასი არ ჩარიცხვიათ ჯერ. მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, მაქსიმალურად დროულ ვადებში განსაზღვრონ, რომ ეს ადამიანები 14 აპრილიდან 5 მაისამდე სამი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში," - განაცხადა ექიმების ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ. 

დღის ამბები