24 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი მიწის რეგისტრაციის გართულებულ პროცესზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი მიწის რეგისტრაციის გართულებულ პროცესებზე საუბრობს.

ბოტკოველის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია. გლეხებს, რომლებიც მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ცდილობენ, პროცესი ამ დრომდე უჭიანურდებათ და პასუხს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ იღებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, გლეხებმა დროულად შეძლონ ადმინისტრაციული ოქმების მიღება, რომ შემდგომ მიწების დამტკიცება შეძლონ და აგრო დახმარება მიიღონ. 

"დღეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ასობით და ათასობით განცხადებაა გაჭედილი, რითაც გლეხი ზარალდება და ვერ ახორციელებს საკუთარი მიწის რეგისტრაციას," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

დღის ამბები