24 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
საქართველოს მეგობრულ ხალხს წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ Twitter-ზე განათავსა.

"საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ," - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter გვერდზე.

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

დღის ამბები