19 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
გვაქვს სერიოზული კითხვები მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც ვერ პასუხობს რეალურ მოთხოვნებს - სერგი კაპანაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან უამრავი კითხვა აქვს ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებთან, რაც მთავრობამ პანდემიის დროს ფინანსური კუთხით გადადგა.

სერგი კაპანაძემ "დღის კურიერის " ეთერში განაცხადა, რომ მთავრობამ მოსახლეობას დაგროვებითი საპენსიო თანხა, რაც ბიუჯეტშია, ამ ეტაპზე უკან უნდა დაუბრუნოს.

"ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები იმ ინიციატივებთან, რაც მთავრობამ დააყენა, თუმცა რეალურ მოთხოვნებს სულაც არ პასუხობს მთავრობა. უარს აცხადებს, რომ გადასახადები შემცირდეს, საპენსიო ანგარიშიდან უკვე დაგროვებული თანხა მოსახლეობას უკან დაუბრუნდეს, ასევე მთავრობა უარს აცხადებს სწორად გაანაწილოს დახმარება და მხოლოდ 200 ლარიან დახმარებაზე არ იყოს საუბარი. თვითდასაქმებულების რაოდენობა ძალიან ბევრია, თუმცა ეს 200 ლარი ძალიან მცირე მათგან შეეხება.

ჩვენ ვთვლით, რომ ამ ზომების შერჩევითი გატარება და ტურისტული სექტორისთვის შეღავათების დაწესება, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ეს შეღავათები ყველას უნდა შეხებოდა, რადგან ყველა ადამიანი დაზიანდა.

უამრავ ადამიანს გაუქრა შემოსავალი და უამრავ ადამიანს შეუმცირდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს არც ერთი თეთრი არ მიუღიათ,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები