გიორგი რურუას საქმის განხილვა სასამართლოში დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. გამოიკითხება გამომძიებელი და სავარაუდოდ, ექსპერტ-კრიმინალისტიც.
გიორგი რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრალი შეთითხნილია და ტელეკომპანია "მთავარის" 2,5%-იანი წილის მფლობელის დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.