19 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
საარჩევნო სისტემა - ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებამდე განხილვებში მონაწილეობაზე უარს ამბობს  

პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის გრაფიკი და ფორმატი უნდა გადაწყვიტოს. კანონმდებლები საკითხზე პლენარულ სესიამდე, ბიუროს სხდომაზე შეჯერდებიან.

საჯარო განხილვები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება და 18 ივნისისთვის დასრულებული უნდა იყოს, რის შემდეგაც დაიწყება საკომიტეტო განხილვები. პროცესი მსოფლიო პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ჩაივლის. 

"3-4 დღის შემდეგ, როდესაც დაიწყო საერთო სახალხო განხილვები, უკვე გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად შეწყდა სახალხო განხილვები და დაახლოებით 18 ივნისისთვის მთავრდება ეს პერიოდი, როდესაც უნდა მორჩეს საერთო სახალხო განხილვა და ამის შემდგომ შესაძლებლობა აქვს პარლამენტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილოს კომიტეტზე.

მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც მოითხოვა ასეთი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. თუ ისინი დააყენებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩევნებს და ა.შ. საპირწონედ ბატონი რურუას საპყრობილედან გამოშვებაზე, ეს მათი წინასაარჩევნო კამპანიის მხოლოდ ერთ-ერთი ნეგატიური ნაწილ იქნება," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებამდე და გიორგი რურუას გათავისუფლებამდე ოპოზიცია ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ისინი არც განხილვებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

 პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ 8 მატის შეთანხმების სრულად შესრულება, კონკრეტულად კი იმ ნაწილის, რომელიც პოლიტ პატიმრების გათავისუფლებას ეხება, ოპოზიციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

"ჩვენ დაველოდებით მანამდე მოვლენებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდება 8 მარტის შეთანხმების ის კომპონენტი, რომელიც ეხება პოლიტ პატიმრებს და პოლიტიკურ დევნას. იცით, რომ ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიციაა, რომ ეს კომპონენტი ბოლომდე უნდა შესრულდეს, იმისთვის, რომ ოპოზიციამ შესძლოს თანამონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესში, რომელიც შეცვლის კონსტიტუცია, რომელიც მოგვცემს შემდეგ პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებულ კონსტიტუციას," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები