100 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ორი დღეა ლეტალობის ყოველდღიური რაოდენობით ამერიკის მონაცემებს აჭარბებს ბრაზილიაში გარდაცვალების მაჩვენებელი, სადაც გასულ დღე-ღამეში კოვიდ-ინფექციას ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
COVID-19-ის მქონე პაციენტების რიცხვი იკლებს ევროპის ქვეყნებში. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა. გერმანიაში კი სოციალური დისტანცირების წესები 29 ივნისამდე გახანგრძლივდა.