19 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
საქართველოს პოსტკრიზისულ გეგმაზე ადგილობრივი ექსპერტების გარდა საერთაშორისო დონის პროფესორები მუშაობენ, რომელიც მალე გასაჯაროვდება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში საკუთარი მოხსენების წარდგენის შემდეგ, კოლეგების შეკითხვებს პასუხობს. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს პოსტკრიზისულ გეგმაზე, ადგილობრივი ჯგუფებისა და ექსპერტების გარდა, საერთაშორისო დონის ექსპერტები და პროფესორები მუშაობენ. 

​"პოსტკრიზისულ გეგმებზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მინდა გითხრათ, რომ გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა და ექსპერტებისა, აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯის ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში ჩვენი დონორები გვეხმარებიან. ისევე, როგორც ნიუ-იორკის "დელოიტის" ოფისი, რომელიც ასევე მუშაობს საქართველოს პოსტ-კრიზისული გეგმის შექმნაზე. 

ასე, რომ მისი დასრულების და მზადყოფნის შემდეგ, აუცილებლად გავასაჯაროვებთ გეგმას და ყველას მივცემთ მასზე დისკუსიის შესაძლებლობას,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები