19 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
დააშავა? დაჯარიმდა - პრემიერის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვის დარღვევის გამო დაჯარიმდა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები დაარღვია, დაჯარიმდა. ეს განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც ჩანს, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა - ეგეთები ბევრი დაჯარიმდა. 9000 ჯარიმა იყო. რა თქმა უნდა, დაჯარიმდა, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. დააშავა? დაჯარიმდა,"-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებში, ეპიდემიის გავრცელების შესაკავებლად ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალული იყო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ყოფილი პროკურორი ავტომანქანით.

დღის ამბები