19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა​

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა​. ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სპორტსმენის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, გადაიკეტა გზა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები პოლიციამ განარიდა.

საქმე ეხება ხულიგნობის ბრალდებით 5 მაისს დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მოითხოვეს დაკავებულების გათავისუფლება. დაკავებულის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს, რის მერეც მათ აქცია გააგრძელეს. რასაც სამართალდამცველებეთან დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები