19 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
პირველად კაცობრიობის ისტორიაში კერძო კომპანია ადამიანებს კოსმოსში გაგზავნის - ილონ მასკის Space X უდიდესი გამოცდისთვის უკვე მზადაა

მიმდინარე წლის 28 მაისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კერძო კომპანია ადამიანების კოსმოსში გაგზავნას ეცდება. აღნიშნული კომპანია ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის "სფეის იქსია“.

28 მაისს თბილისი დროით 00:33 საათზე რაკეტამზიდ "ფალკონ -9“-ს და ხომალდ "ქრიუ დრაგონს“ აშშ-ში მდებარე კანავერალის კონცხიდან გაუშვებენ. ხომალდის ბორტზე დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იქნებიან. თუ ეს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ საერათშორისო კოსმოსურ სადგურებზე ასტრონავტებს უკვე მასკის კომპანია და ხომალდი ჩაიყვანს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტო "როსკოსმოსთან“ ასტრონავტების გადაყვანის შესახებ კონტრაქტი გაწყდება.

აღნიშნული კონტრაქტით, "როსკოსმოსმა“ ბოლო ცხრა წლის განმვალობაში 4 მილიარდი დოლარი მიიღო.

დღის ამბები