19 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
აქცია ბათუმში 30 პირის დაკავებით დასრულდა

გუშინდელი აქცია ბათუმში 30 პირის დაკავებით დასრულდა. პროტესტი 5 მაისს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა მოაწყვეს.

დაკავებულების ოჯახის წევრები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათ დახმარებისთვის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" მიმართეს, თუმცა ჯერ უცნობია დაიცავს თუ არა საია წულუკიძისა და ანთაძის ინტერესებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, კადრებში დაკავებულები ფიგურირებენ, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

დღის ამბები