20 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
"ოცნების" მსხვილ შემომწირველ კომპანიას 2013 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 160 ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი ტენედრში გარეშე - "ფლანგვის დეტექტორი"

რა დამსახურებისთვის იღებს ბიუჯეტიდან ფულს რიგ შემთხვევაში ტენდერის გარეშე კომპანია "ჯეუ გრუპი" - "ფლანგვის დეტექტორმა" "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველის საქმიანობა შეისწავლა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს "ჯეუ გრუპს" 2013 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 160 მილიონი ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი - ტენდერის გარეშე.

კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე, ამჯამად კი ჭავჭავაძის გამზირზე მუშაობს.

"8 მილიონი ლარი იყო გამარტივებული შესყიდვები, ანუ ყოველგვარი ტენდერის გარეშე გაფორმდა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება. კომპანიის მფლობელები დაკავშირებული არიან მმართველ პარტიასთან. მისი მსხვილი შემომწირველები არიან," - განაცხადა ფლანგვის დეტექტორის მკვლევარმა დავით მჟავანაძემ.

ბრალდებებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პასუხობს. მისი განცხადებით, ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და არანაირ მიკერძოებას ადგილი არ აქვს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა იმ კომპანიას, ვინც არის ქართული ოცნების შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ დაეხმარება იმ კონკრეტულ პარტიას, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით" - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები