25 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
ფოთში ტრანზიტული ტვირთების გადამზიდი მძღოლებისთვის მოწყობილი საკარანტინო ზონიდან 243 მძღოლი COVI-19-ზე გამოიკვლიეს

ფოთში ტრანზიტული ტვირთების გადამზიდი მძღოლებისთვის მოწყობილ საკარანტინო ზონაში მყოფ 243 მძღოლს COVID-19-თან ბრძოლის პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ბიოლოგიური მასალები აუღეს.

ამ დროისათვის 185 მძღოლის ლაბორატორიული კვლევა უკვე დამთავრებულია და მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ. დანარჩენი 58 მოქალაქის კვლევის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

"ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებიან. იმ მძღოლებმა კი, რომლებსაც "კოვიდ 19" არ დაუდასტურდათ, ტირ-პარკი უკვე დატოვეს. ველოდებით დანარჩენი მძღოლების ანალიზების პასუხებს,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

დღის ამბები