საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აზერბაიჯანში ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნაზე წერს.
ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიით ისარგებლა და ოპონენტების მიმართ ფართომასშტაბიანი დევნა დაიწყო.
Amnesty International-ის განმარტებით, ხელისუფლებამ თავისუფლება იმ პირებს აღუკვეთა, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.