20 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. მინესოტაში ათასობით ადამიანი აფრო-ამერიკელი კაცის მკვლელობისთვის პოლიციელების გასამართლებას ითხოვს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და სხვა ნივთები დაუშინეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ფერადკანიანი მამაკაცის დაკავების ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ აჭერს მუხლს პოლიციელი დაკავებულის კისერს, მიუხედავად იმისა, რომ კაცი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს.

აფრო-ამერიკელი მამაკაცი იმავე დღეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მომხდარში მონაწილე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს. საქმეზე გამოძიება ​FBI-მ დაიწყო.

დღის ამბები