20 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
"ამაღლების დღეს ფაქტობრივად ცა და მიწა შეარიგა მაცხოვარმა მისი ხორციელად ამაღლებით" - ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი შეკრებილ მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

"ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მინდა მივულოცო ამაღლების დღესასწაული. აღდგომის შემდეგ 40 დღის განმავლობაში მაცხოვარი მოციქულებს განასწავლიდა და მეორმოცე დღეს ელეონეს მთაზე მათთან ერთად გასული, მათ წინაშე სასწაულებრივად ამაღლდა. ძალიან დიდია ამ დღის მნიშვნელობა. ამ დღეს ფაქტობრივად ცა და მიწა შეარიგა მაცხოვარმა მისი ხორციელად ამაღლებით," - აღნიშნა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

დღის ამბები