19 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის გაეროს შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის გაეროს შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც პეკინის მხრიდან ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ჰონგ-კონგზე გავრცელებას უკავშირდებოდა.

გაეროში აშშ-ის მისიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საკითხი დაუყოვნებლივ გლობალურ ყურადღებას საჭიროებს, რადგან საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

აშშ-ის განცხადებით, ჩინეთისგან წამოსული წინააღმდეგობა ჰონგ-კონგის გარდა, COVID-19-ის კრიზისის დაფარვის მცდელობას და პანდემიაზე არასათანადო რეაგირებას, ასევე ქვეყნის მხრიდან ადამიანთა უფლებებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივ დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის უკანონო ქცევას უკავშირდება.

დღის ამბები