25 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ ინფექციით 31 წლის ტრაილერის მძღოლი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით ერთი პაციენტი შეიყვანეს. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით,  31 წლის მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ის სატვირთო მანქანის მძღოლია და ინფექციურ საავამყოფოში ე.წ. ცხელების ცანტრიდან გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცმა რუსეთსა და სომხეთში იმოგზაურა, თავი შეუძლოდ იგრძნო და უკან დაბრუნება გადაწყვიტა,  რა დროსაც საზღვარზე ტემპერატურა დაუფიქსირდა და რეანომობილით ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი ინფექციურში მოთავსეს.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ორი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის დგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები