19 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებული 11 პირი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს

პორნოგრაფიის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება, არსებითი განხილვის ფარგლებში დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. 11 ბრალდებულიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე 9 პირს 21 მაისს საპროცესო გარიგება უკვე გაუფორმდა. ბრალდებული, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მიეცა პასუხისგებაში, საპროცესო გარიგებას არ დათანხმდა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"შესაძლებელია დღეს ექსპერტი დაიკითხოს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ამ საქმეში. 11 პირი რჩება, რომელიც არცერთი არ აპირებს საპროცესო შეთანხმებას და ვაპირებთ ბოლომდე გასვლას ამ საქმეში," - აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი.

დღის ამბები