18 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - პრემიერი

​საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხელისუფლებამ საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად იმუშავა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე თბილისის მერიას და სექტორს.

"საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი.

ახლა უკვე ვფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება," -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები