20 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
პაციენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ პრეპარატი პლაქველინი, შფოთვისა და ღელვის საფუძველი არ აქვთ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრეპარატ პლაქველინის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პრეპარატის საბოლოდ ამოღებული არ არის. თუმცა ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ოქროს სტანდარტი არ არის, მისი პოზიციები შეარყია.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, ყველა პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების დროს, სარგებელი უნდა იყოს მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოვლენები. 

"ყველა პრეპარატს აქვს რაღაც გვერდით მოვლენა, მაგრამ ჩვენ ვიცით პრეპარატები, განსაკუთრებით იმუნოლოია-ალერგოლოგიაში, როცა ჰორმონალურ ანუ პრედიზოლონის პრეპარატებს ვიყენებთ, როგორი დამაზიანებელი და გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატებს შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, აქ მონიტორინგი უფრო გაძლიერებული გვაქვს. მაგრამ, რაც შეეხება პლაქველინის ტიპის ჯგუფის პრეპარატებს, მეორეც არსებობს - ჰიდროქსიქლოროქინი და ქლოროქინი, თუ არის სწორი და კარგი მონიტორინგი, თუ ეს არის სწორი დამიზნებით გამოყენებული, ეს მუშაობს. ანუ, ნებისმიერი პრეპარატის სარგებელი უნდა იყოს მეტი, ვიდრე მისი შესაძლო პოტენციური ზიანი," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმითვე, იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ პრეპარატი პლაქველინიშფოთვისა და ღელვის საფუძველი არ აქვთ. 

"რევმატოლოგიური დაავადებების დროს, მას წლობით სვამენ პაციენტები. როცა ვუყურებ ჰარვარდის პროტოკოლს, როცა ვუყურებ ამერიკის და გერმანიის პროტოკოლებს, იქ არის 5-დან 10 დღემდე, მეტი ხანგრძლივობით ამ პაციენტებს ეს არ ეძლეოდათ. ამიტომ, არავითარი რისკი, გრძელვადიანი დამაზიანებელი ჰიდროქსიქლოროქინს არ ექნება, ეს ხალხი უნდა იყოს მშვიდად, რა თქმა უნდა. მაგრამ ბუნებრივია, როგორც მოვისმინეთ, აღარ იქნება ამ პრეპარატის მიმართებით ასეთი დამოკიდებულება, ის ჩანაცვლდება, სანამ არ დაზუსტდება,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

დღის ამბები