25 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ჯანმო საქართველოს მოუწოდებს COVID-19-თან დაკვავშირებით ფრთხილი პოლიტიკა შეინარჩუნოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს COVID-19-თან დაკვავშირებით ფრთხილი პოლიტიკა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი კატერინ სმოლვუდი აცხადებს, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა სარისკოა, თუმცა თუ კი ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს საზღვრების გახსნას, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება მოუწევს. საუბარია ტურისტულ რეგიონებში ამბულატორიების გამართვასა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, თუმცა კატერინ სმოლვუდის თქმით, ​ ეს საკმარისი არ იქნება.

"საქართველოს მთავრობას მართებს გააგრძელოს ფრთხილი პოლიტიკა COVID-19-თან დაკავშირებით. შესაძლოა სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ეს პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს. საქართველოში სიტუაცია სპეციფიკურია, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა სარისკოა, თუმცა თუ კი ხელისუფლება აპირებს გახსნას საზღვრები მოუწევს მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება, მათ შორის ტურისტულ რეგიონებში ამბულატორიების გამართვა, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ჩვენ ალბათ ყველას კარგად გვესმის, თუ რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ნებისმიერ შემთხვევაში, გვმართებს დიდი ყურადღება და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების შემუშავება. აუცილებელია ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების ზედმიწევნით განხორციელება, თუკი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავთ," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსმა კატერინ სმოლვუდმა.

დამატებითი განმარტებები გაკეთდა მედიკამენტ "პლაქვენილზეც", რომლის გამოყენებაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც აიკრძალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი კატერინ სმოლვუდი განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ პაციენტებში გვერდითი მოვლენები წარმოქმნა, მათ შორის, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებაც.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ "პლაქვენილი" COVID-19-ის სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის. კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ პაციენტებში წარმოქმნა გვერდითი მოვლენები, მათ შორის სხვადასხვა ორგანოების დაზიანება. ამ დროისთვის, გრძელდება ალტერნატიული პრეპარატების შემოწმებაც. თუკი შედეგი მსგავსი იქნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეწყვეტს აღნიშნული პრეპარატების კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებას," - აცხადებ კატერინ სმოლვუდი.

დღის ამბები