23 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
თუ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსულ შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყეები - მეუფე იაკობი 

თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს - ასე პასუხობს შეკითხვას ეკლესიებისათვის ტყეების გადაცემაზე მეუფე იაკობი. ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, თუ საჭირო იქნება ეკლესია სახელმწიფოს ტყეს უკან დაუბრუნებს.

"ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ნებისმიერს დაუჭერთ მხარს. ჯალალედინი, რომ მოვიდეს და ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ის გამოვა კარგი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს. რამე პროტესტის გრძნობა გქონდათ მაშინ, ჩინელებმა, რომ გაგვიჩეხეს მთლიანად ტყეები? რა ნახა და რა მოიგო საქართველომ ამით. ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ეს ფული. შევარდნაძის დროს, მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს და სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი იმათ მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა და მიყიდა,"- აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).

მეუფე თეოდორე კი აცხადებს, რომ შეიქნება სპეციალური კოლეჯი, სადაც ტყის მოვლას ისწავლიან ბერები ან მორჩილები და სწორედ ისინი მოუვლიან მათთვის გადაცემულ ტყეებს. 

"ეს ტყე უნდა იყოს საკუთრებაში, რადგან ჩვენ ვზრუნავთ მასზე. ტყეს ცოდნა სჭირდება. გაკეთდება სპეციალური კოლეჯი, სადაც სატყეო საქმიანობა იქნება შესწავლილი და სადაც ჩვენს ბერებს ან მორჩილებს გავაგზავნით სასწავლად. სწორედ ისინი მოუვლიან ტყეს,"- განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ (ჭუაძე).

პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები ორი კვირის წინ დაამტკიცა - შეცვლილი კანონმდებლობით ეკლესია-მონასტრებს მათ გარშემო 20 ჰექტარი მიწის გადაფორმება შეუძლიათ.

დღის ამბები