18 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
მგზავრთა დიდი რაოდენობა ტრანსპორტში რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გადაიკვეთოს - ხათუნა ზახაშვილი

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. კომპანიების დიდი ნაწილი თანამშრომლებისათვის მუშაობის ონლაინ რეჟიმის გასაუქმებლად სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ელოდება.

როგორ უნდა განხორციელდეს ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობისა და ნაკადების კონტროლი - ამაზე ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ყველა იმ სამსახურებისთვის, რომლებისთვისაც დასაშვებია დისტანციური მუშაობის გაგრძელება და თუ ეს გარკვეულ სამსახურებს მოვალეობის შესრულებაში ხელს არ შეუშლი, რეკომენდებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.

რაც შეეხება ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას და მგზავრთა ნაკადების კონტროლს, ხათუნა ზახაშვილის თქმით, შესაბამისმა უწყებებმა მგზავრთა ნაკადი ისე უნდა გააკონტროლონ, რომ ერთ სივრცეში დიდი რაოდენობის მგზავრთა ერთობლიობა არ შეიქმნას.

"ზოგადად პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურებისთვის, რომლებისთვისაც დასაშვებია მუშაობის რეჟიმი განხორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში, თუ ეს არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს მათი მოვალეობის და ფუნქციის შესასრულებლად, რეკომენდებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მათ მუშაობა, ან იმ თანამშრომელთა ნაწილისთვის, რომელსაც შეუძლია და მათი სამუშაო საჭიროება აძლევთ ამის შესაძლებლობას, რომ ონლაინ იმუშაონ. 

რაც შეეხება ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ როგორ გაკონტროლდება ნაკადები, ამაზე მუშაობს შესაბამისი უწყებები, ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენი მხრივ რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებული იყოს ეს სიტუაცია," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, სადეზინფექციო ხსნარების ჰაერში გამაფრქვევებლის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟება რეკომენდებული არ არის. მისივე თქმით, აუცილებელია მგზავრებმა თან იქონიონ ხელის დასამუშვებლად სადეზინფექციო ხსნარები.

"საზოგადოებრივსა და დახურულ სივრცეებში მუდმივი გაფრქვევის რეჟიმში მუშაობდეს სადეზინფექციო საშუალებების ჰაერში გაფრქვევა, დღესდღეობით არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, არ ითვლება მიზანშეწონილად და შესაძლებელია ჯანმრთელობისთვისაც გარკვეულ საფრთხეებს მოიცავდეს.

რაც შეეხება ხელის სადეზინფექციო საშუალებების არსებობას, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება ხშირად და შეძლებისდაგვარად დაიმუშაონ ადამიანებმა ხელების სადეზინფექციო საშუალებებით. მათი განლაგების ადგილები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისათვის. ზუსტად სად, როდის და რა ადგილას განლაგდება ამაზე ჩვენ დღეს პასუხი არ გვაქვს, მაგრამ თითოეულ თქვენგანს გირჩევთ, რომ სადეზინფექციო საშუალება მცირე ზომის არსებობს, ან თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაამზადოთ 70%-იანი სპირტის შემცველობით და თან იქონიოთ," - განმარტა ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები