24 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმი"-ს წარმომადგენელმა აჭარის ტელევიზიასთან კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო

საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმი"-ს წარმომადგენელმა აჭარის ტელევიზიასთან კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ის არხის დირექტორის გადადგომას და აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების დაბრუნებას მოითხოვს.

ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმი" მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს დააყენონ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი, რადგან ახალი მენეჯმენტი უხეშად ერევა სარედაქციო პოლიტიკაში.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში განაცხადეს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ პირს აქვს, რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, ასეთი რამ მაუწყებელში არ შეუმჩნევიათ.

დღის ამბები