17 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
ვალეს პოლიციის განყოფილების ახლადდანიშნულ უფროსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ლევან ბერიძეს, რომელიც დაახლოებით 10 დღეა ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილობრივი ზ.კ. სამართალდამცველს პოლიციის შენობაში გაუსწორდა.

შემთხვევა 26 მაისს მოხდა. 44 წლის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი პოლიციაში მივიდა და განყოფილების უფროსს დაარტყა. ის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 29 მაისს იმსჯელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

დღის ამბები