25 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან გაბრაზებულები არიან, მარგამ მთავარი გაბრაზება გელოდებათ ოქტომბერში - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბავშთა სიღარიბის მიმართულებით პარლამენტში ოპოზიციის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. 

დიმიტრი ხუნდაძემ წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს პრობლემების მიუხედავად, დღეს არსებული ვითარება და მაშინდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.

"ოპოზიციის წარმომადგენლები ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით ბოლო ორი დღეა, მაგრამ ყველა საფუძველი გაქვთ იმისათვის, რომ იყოთ მშვიდად. მთავარი გაბრაზება გელოდებათ ოქტომბერში. რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, რა თქმა უნდა ეს ქვეყანაში პრობლემაა, ეს არ დაწყებულა გუშინ, არც გუშინწინ, მაგრამ მე ვფიქრობ, როცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სვამენ კითხვას - რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე, მე ვფიქრობ, მათ უნდა შეადარონ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც მათ ჰყავდათ ბავშვები და რა სიღარიბეც იყო ზოგადად, მნიშვნელოვნად განსხვავებულია მდგომარეობა დღეს“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სწორედ ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

გარდა ამისა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში აბორტების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"რაც შეეხება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ის, რომ ხშირად ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა შობადობის დაფინანსებაა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა ათასმა ოჯახმა იყოლია ბავშვი და ამის საფასური გადაიხადა სახელმწიფომ. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

დღის ამბები