25 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი 3 000 ლარიანი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი 3000 ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვს "ლეიბორისტული პარტია". პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს რამდენიმე დაჯარიმებულ პირთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბრიფინგი გამართა და საჩივარი შეიტანა.

მათი მოთხოვნა ჯარიმების გაუქმებაა, რადგან მათივე თქმით, 3000 ლარი დიდი თანხაა.​

"ვაგრძელებთ ბრძოლას არაადამიანური 3000 ლარიანი ჯარიმების გასაუქმებლად. გასაჩივრების ვადა ორშაბათს იწურება, ამიტომ ყველა მოქალაქეს ვაფრთხილებთ, რომ თუ მთავრობა კეთილ ნებას არ გამოიჩენს, ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართონ შსს-ს და მოითხოვონ ამ მიუღებელი ჯარიმების გაუქმება,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი. 

დღის ამბები