07 ივლისი 2020,   06:37
ვრცლად
მელიას, უგულავას და ოქრუაშვილის ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის, თანდათან მიილევიან პოლიტიკიდან - კობახიძე

საპარალამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

როგორც კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, "დემოკრატიულ სამყაროს არ ახსოვს ის, რომ კრიმინალი რჩება პოლიტიკაში".

"ნიკა მელია ოფიციალურად არის აღიარებული სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ, როგორც კრიმინალი, რომელიც აკოტრებდა კომერციულ ბანკს. ეს ადამიანი დღეს არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ეს ადამიანი დამატებით საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ის მართავდა, კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ნიკა მელია რჩება პოლიტიკაში, როგორც პოლიტკრიმინალი, რაც არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება. ზუსტად ესაა პრობლემა. იმის მაგალითი, რომ სასამართლო კორპუსი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო ტოტალიტარული, ახსოვს დემოკრატიულ სამყაროს. მაგრამ არცერთ დემოკრატიულ სამყაროს არ ახსოვს ის, რომ კრიმინალი რჩება პოლიტიკაში. ასეთი ადამიანების ადგილი, როგორიც არიან მელია, უგულავა, ოქრუაშვილი, პოლიტიკაში ნამდვილად არ არის და ქართულ პოლიტიკაში უნდა დავამკვიდროთ ის სტანდარტი, სადაც ასეთი ადამიანები პოლიტიკაში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, თანდათანობით ეს ადამიანები მიილევიან პოლიტიკიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები