19 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

პოლიციელის მიერ უიარაღო მამაკაცის, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება და მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის უკვე არაერთი შეტაკება მოხდა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ მახრჩობელი ილეთი გამოიყენა, მკვლელობის საქმეზე დააკავეს, მას ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს რაც ძლივს გამოყენებით არაგანზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მინესოტას შტატის კანონებით ამ დანაშაულისთვის თავისუფლების 25 წლამდე აღკვეთაა განსაზღვრული. გამოძიება მიმდინარეობს კიდევ 3 პოლიციელთან დაკავშირებით.

დღის ამბები