სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება ჩაატარეს, ადგილზე პირადად ჩავიდა ამირან გამყრელიძე. სულ სოფელში 9 ბრიგადა მუშაობდა. მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს.
მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს ამირან გამყრელიძესთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
"მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო, ყველაზე დაზიანებული გამოდგა, თვითონ ბოლნისში კი განსაკუთრებით, სოფელი მუშევანი. ამის გამო, ჩვენ რამდენჯერმე მთელი სოფლის მასობრივი გამოკვლევას შევეცადეთ, თუმცა ადგილობრივების დაყოლიება რთული აღმოჩნდა,"- განცხადა ამირან გამყრელიძემ.
სოფელი მუშევანი დაახლოებით ერთი თვის წინ, 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ადგილზე კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა.