ხვალიდან თბილისი კარატეში დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს , ონლაინ რეჟიმში.
ტურნირი ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში, კუმიტეში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ათი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრება ერთ კვირას გაგრძელდება.
ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობას საერთაშორისო მსაჯები ონლაინ რეჟიმში გამოავლენენ. გუშინ დასრულდა ანალოგიური ტურნირის სახეობა კატაში, სადაც 15-ი ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, ჩვენმა კარატისტებმა ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს. კარატეში მომდევნო ტურნირი "ოუფენ-თბილისი" ივლისში გაიმართება, ხოლო აგვისტოში ოუფენ-ბათუმია დაგეგმილი.