25 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
ვანის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ვანის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი რეანიმაციული განყოფილებიდან უკვე პალატებში გადაიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა, დაშავებულებს ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდათ და ამ დრომდე ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ახალგაზრდებს ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდისა და წინამხრის არეში ჰქონდათ მიყენებული. დაშავებულები გერმანულ ჰოსპიტალში, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.

დღის ამბები