25 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა სახელწოდებით "პროფესიული განათლება ბიზნესისთვის COVID-19-ის შემდეგ".

შეხვედრაზე ბიზნესმენებმა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც კერძო სექტორი აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ.

ხოლო მინისტრის მოადგილემ ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა ამოქმედებაც განათლების სამინისტროს შეუძლია აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

"ვისაუბრეთ ბიზნესის საჭიროებებზე ადამიანური რესურსის კუთხით. განსაკუთრებით კი პანდემიის შედეგად დამდგარ ახალ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება,"- აღნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

დღის ამბები