18 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაცულ დისტანციაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანები პანიკას არ უნდა მიეცენ, თუმცა აუცილებელი წესები უნდა დაიცვან. 

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მისი დაკვირვებით ავტობუსებში საკმაოდ კარგად იცავენ ადამიანები წესებს.

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გუშინ, როდესაც ქალაქში გადავაადგილდებოდი ვაკვირდებოდი, თუ რამდენად შეიცვალა წესები, მაგალითად გამიხარდა ის, რაც ხდებოდა ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსებში და ეს საკითხი გასაკონტროლებელია.

ავტობუსებში ძალიან კარგად იყო დაცული წესები. ამასთან, დღეს მომიწია საჯარო სივრცეში მისვლა და გამიხარდა რომ იქაც ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი. მოვუწოდებ საქართველოს საზოგადოებას, არ დაპანიკდეთ, რადგან ამ ეტაპზე საქართველოში სიტუაცია სრულად მართვადია. 

გვექნება ახალი შემთხვევბი, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის. ყველა ადამიანი ნახავს, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. მოგვიწევს ჩვენ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არ გაქრება. მალე გაიხსნება რესტორნები, ვიცით რომ ყველას უნდა წასვლა იქ და ასეც მოიქცევიან, კარგია, გაერთეთ, მაგრამ ყველგან დაიცავით აუცილებელი წესები,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები