19 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის 16 პროცენტიანი ვარდნა გაჩერებული ეკონომიკური საქმიანობის გამო მოსალოდნელი იყო

ეკონიმიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის -16 პროცენტიანი ვარდნა, მოსალოდნელი იყო, რადგან ეკონომიკური საქმიანობა გაჩერებული იყო.

მინისტრის თქმით, ეკონომიკის შეჩერება შეგნებულად გაკეთდა, იმისთვის რომ მოსახლეობა დაეცვათ.

მისი განცხადებით, მაისი მძიმე იქნება, მთელი წელი კი არასახარბიელო.

"ამაზე ვისაუბროთ გულისტკივილით, ეს პანდემიის შედეგია. გლობალური კრიზისია და კრიზისია საქართველოშიც, მაისი და ივნისი იქნება მძიმე, წელიწადი კი არასახარბიელო, იმიტომ, რომ მოსალოდნელი ხუთ პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ ხუთ პროცენტიან ვარდნას, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა და 2021 იქნება აღმატების წელი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები