19 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
შსს-მ წერეთლის გამზირზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წერეთლის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებათ.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ამ დროისთვის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გერმანულ ჰოსპიტალში რჩებიან.

დაშავებულები პალატებში რეანიმაციული განყოფილებიდან, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადაიყვანეს. ახალგაზრდებს ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდისა და წინამხრის არეში ჰქონდათ მიყენებული.

დაშავებულები გერმანულ ჰოსპიტალში, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.

დღის ამბები