25 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები შემუშავდა

პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის შემუშავდა "ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი".

საქართველოს სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში, სპორტსმენებისთვის განისაზღვრა 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა.

დღის ამბები