19 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
საბერძნეთი 15 ივნისიდან საზღვრებს გახსნის, თუმცა იმ ქვეყნის მოქალაქეებს არ მიიღებს, რომლებიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა

საბერძნეთი 15 ივნისიდან 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის. საბერძნეთში ვერ ჩავლენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

"ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. იმედი გვაქვს რომ შევძლებთ ეკონომიკის გახსნას. ასევე შევძლებთ მსოფლიოს ვაჩვენოთ რომ საბერძნეთი არის უსაფრთხო სახელმწიფო. ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო და თან უსაფრთხოდ," - აცხადებს ათენის მერი კოსტას ბაკოიანისი.

დღის ამბები